მშობელთა სკოლა 圖標

6.0 by NCDC Georgia


2018年04月13日

關於მშობელთა სკოლა

中文(繁體)

妊娠,分娩,嬰兒和產褥期。

„მშობელთა სკოლა“ წარმოდგენილია 4 ძირითადი თემატური მიმართულებით: ორსულობა, მშობიარობა, ახალშობილი და ლოგინობის ხანა.

ორსულობის მიმდინარეობა განხილულია როგორც კვირების, ასევე თვეების მიხედვით და მოიცავს ინფორმაციას დედის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე და ემბრიონის ზრდა-განვითარებაზე, ასევე ორსულობის მიმდინარეობის საშიშ ნიშნებზე. აქვე გაერთიანებულია კომპონენტი ანტენატალური მეთვალყურეობა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას 8 ვიზიტის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ. აღნიშნული კომპონენტი ასევე აერთიანებს შემდეგ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის, ფიზიკური აქტივობების, ორსულთა კვების, იმუნიზაციისა და არაგადამდები და გადამდები დაავადებების შესახებ.

ახალშობილის კომპონენტი მოიცავს ინფორმაციას ახალშობილის პირველ 24 საათში სითბური ჯაჭვის დაცვის და ახალშობილის განვითრების სტადიების შესახებ. ასევე მოწოდებულია შემდეგი ძირითადი მესიჯები: იმუნიზაცია, ახალშობილთა სკრინინგ პროგრამა, ახალშობილის დღის რეჟიმი, მოვლა, კვება (ბუნებრივი, ხელოვნური, დამატებითი და რეცეპტები) ძილი და ახალშობილის ტირილის მართვა. ასევე ახალშობილის გადამდები და არაგადამდები დაავადებების და ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომის შესახებ.

მშობიარობის მიმართულებაში გაერთიანებული ინფორმაცია ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შესახებ, ასევე საკეისრო კვეთის ჩატარების სამედიცინო ჩვენებებისა და უკუჩვენებების შესახებ.

ლოგინობის ხანა მოიცავს ინფორმაციას მშობიარობის შემდგომ დედის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების და პოსტნატალური მეთვალყურეობას შესახებ. აღნიშნულ კომპონენტში გაერთიანებულია ინფორმაცია დედის ემოციური ცვლილებების, ძუძუთი კვების უპირატესების, მშობიარობის შემდეგ წონის დაკლების, თავის მოვლის, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ასევე მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია - კონტრაცეპციის ტიპები და უპირატესობები.

„მშობელთა სკოლაში“ წარმოდგენილია ქვეთავი მამის როლის შესახებ, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ კომპონენტში მოცემულია საშიში ნიშნების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციას.

„მშობელთა სკოლა“ აერთიანებს ვიდეო მასალას, ფოტო გალერეას, თემატურ ინფოგრაფიკებს, ბლოგს და ხშირად დასმულ კითხვებს.

最新版本6.0更新日誌

Last updated on 2018年04月13日

მე-6 ვერსია

翻譯中...

更多應用信息

最新版本

請求 მშობელთა სკოლა 更新 6.0

上傳者

Rejane Rodrigues

系統要求

Android 4.1+

更多

მშობელთა სკოლა 螢幕截圖

評論載入中...
語言
語言
搜索中...
訂閱APKPure
第一時間獲取熱門安卓遊戲應用的首發體驗,最新資訊和玩法教程。
不,謝謝
訂閱
訂閱成功!
您已訂閱APKPure。
訂閱APKPure
第一時間獲取熱門安卓遊戲應用的首發體驗,最新資訊和玩法教程。
不,謝謝
訂閱
成功!
您已訂閱我們的郵件通知。