Global Callback 图标

Global Callback


globalcell
1.3
  • 2018年12月15日
    Update date
  • Everyone
  • Android 4.1+
    Android OS

关于Global Callback

გლობალ სელის ქართული აპლიკაცია ადგილობრივი ზარებით და ტარიფებით მრავალ ქვეყანაში

„გლობალ სელი“, როგორც ქართული მობილური ოპერატორი (ინდექსით 559), აბონენტებს სთავაზობს ქართულ მობილურ აპლიკაციას - Global Call Back, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ადგილობრივი (ქართული) ტარიფებით სარგებლობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

აპლიკაციის გააქტიურება:

-         შეიძინეთ 559 ინდექსით დაწყებული გლობალ სელის ქართული მობილური ნომერი გლობალ სელის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში;

-         გლობალ სელის მიერ მოხდება თქვენი 559 ნომრის უფასო გადამისამართება თქვენს ქართულ ან უცხოურ ნომერზე;

-         გადმოწერეთ აპლიკაცია და შეიყვანეთ ნომერი (ქართული ან უცხოური), რომელზეც მოხდა თქვენი 559 ნომრის გადამისამართება;

-         ნომერზე, რომელზეც გადამისამართდება თქვენი 559 ნომერი, მიიღებთ ერთჯერადი დადასტურების კოდს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით;

-         შეიყვანეთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღებული ერთჯერადი დადასტურების კოდი და ისარგებლეთ თქვენი 559 ნომრის ქართული მობილური აპლიკაციით - Global Call Back.

ზარის განხორციელება:

-         აპლიკაციის საშუალებით ზარის განსახორციელება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ნომრებზე;

-         ზარის განსახორციელებლად, აპლიკაციაში აკრიფეთ ადრესატის ნომერი სრული ფორმატით;

-         ადრესატი ზარს მიიღებს თქვენი 559 ნომრიდან;

-         რამდენიმე წამში თქვენ მიიღებთ Call Back ზარს იმ ნომერზე, რომელზეც გადამისამართებულია თქვენი 559 ნომერი;

-         ზარის განსახორციელებლად აუცილებელია:

ა) ინტერნეტ კავშირი აპლიკაციის გამოყენებისთვის;

ბ) აქტიური ნომერი, რომელზეც გადამისამართებულია თქვენი 559 ნომერი;

გ) თქვენს 559 ნომერზე ზარის განსახორციელებლად საჭირო/საკმარისი დადებითი ბალანსის არსებობა.

ზარის მიღება:

-         დამრეკავი გიკავშირდებათ თქვენს 559 ნომერზე, ხოლო თქვენ ზარს მიიღებთ სრულიად უფასოდ იმ ნომერზე (ქართული ან უცხოური), რომელზეც გადამისამართებულია თქვენი 559 ნომერი;

-         ზარის მისაღებად არ არის საჭირო ინტერნეტ კავშირი;

-         ზარის მიღება უფასოა;

-         ზარის მისაღებად არ არის საჭირო დადებითი ბალანსი თქვენ 559 ნომერზე, ან იმ ნომერზე, რომელზეც გადამისამართებულია თქვენი 559 ნომერი;

-         ზარის მისაღებად აუცილებელია მხოლოდ აქტიური ნომერი, რომელზეც გადამისამართებულია თქვენი 559 ნომერი.

更多

更多应用信息

最新版本

1.3

上传者

Eldin Bajrami

系统要求

Android 4.1+

内容分级

Everyone

最新版本1.3更新日志

Last updated on 2018年12月15日

Minor bugfixes

更多

Global Callback 屏幕截图

Global Callback 海报Global Callback 截图 1

相关标签

24 小时热门文章

搜索中...
订阅APKPure
第一时间获取热门安卓游戏应用的首发体验,最新资讯和玩法教程。
不,谢谢
订阅
订阅成功!
您已订阅APKPure。